უძრავი ქონების მართვის მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

  • უძრავი ქონების მოძიება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • მინდობილობით და ინსტრუქციით განსაზღვრული საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების (სახელშეკრულებო ცვლილებების) ორგანიზება, ფორმალიზება;
  • სისტემატიური მოლაპარაკებების წარმოება მეიჯარეებთან/მოიჯარეებთან/მესაკუთრეებთან ბანკის პირობების გასაუმჯობესებლად;
  • უძრავი ქონების შესყიდვა;
  • საიჯარო ვადების და პირობების მუდმივი კონტროლი;
  • უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება და ძირითადი ტენდენციების ფლობა;
  •  უძრავი ქონების სააგენტოებთან/აგენტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
  • საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება/გაცნობა/დანერგვა უძრავი ქონების ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად;
  • დამკვეთებთან მუდმივი ეფექტური კომუნიკაცია მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე;
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
  • ხარჯების შემცირებაზე ორიენტაცია და მისი მონიტორინგი;
  • მეიჯარეებთან/მოიჯარეებთან/მესაკუთრეებთან გადარიცხული თანხების მონიტორინგი და კონტროლი;
  • მის კომპეტენციას მიკუთვნებული ინსტრუქციების და პროცედურების შესრულება; ყოველთვიურად საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე რეპორტინგის აწყობა და წარმოება; სამსახურეობრივი მოვალეობების ეფექტურად შესრულებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციის დროულად მიღება და ამ ინფორმაციის ანალიზი;
  • უძრავი ქონების ხელშეკრულებების აღრიცხვა/წარმოება შესაბამის პროგრამაში (ERP);
  • ხელმძღვანელის სხვა მითითებების და დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია იურიდიული მიმართულებით)
  • უცხო ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მენეჯერულ, იურისტის ან სხვა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი).

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint