მარკეტერი - ვალუტო
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- მარკეტერის მიზანია იმუშაოს, ჩაერთოს მარკეტინგული, PR , შინაარსობრივი (content) სტრატეგიის შედგენაში თიბისი კაპიტალისთვის და დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებისთვის.
- აღასრულოს სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობები, მოიფიქროს განხორციელების კრეატიული გზები და უზრუნველყოს დროული შესრულება ბიუჯეტის ფარგლებში.
- ბიზნესის სტრატეგიის შესაბამისად სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკომუნიკაციო კალენდრის მართვა;
- თიბისი კაპიტალის საინვესტიციო პლატფორმის მარკეტინგული აქტივობების განხორციელება და შესაბამისი ეფექტურობის გაზომვა;
- თიბისი კაპიტალისა და დაგროვილი კაპიტალის მართვის კლიენტებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება;
- ახალი მარკეტინგული იდეების გენერირება (ვიდეობის შექმნა და ა.შ. ღონისძიებები);
- ახალი საკომუნიკაციო არხების და ფორმატების მოფიქრება
- სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნის კოორდინაცია
- ბანკის სხვადასხვა, დაკავშირებულ დეპარტამენტებთან საქმიანობის კოორდინაცია
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში (მაგისტრატურა სასურველია)
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
- მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 1,5 წელი გამოცდილება
- გამართული პრეზენტაციის უნარები
- ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი
- MS Office - პროგრამების კარგად ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.