თვითდასაქმებულების სეგმენტის მართვის ლიდერი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
პოზიციის მიზანია ჩამოაყალიბოს RBB (Retail Business Banking) სეგმენტის მისია და სტრატეგიული ხედვა.უზრუნველყოს მიმართულების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ბიზნეს მიზნების (რაოდენობრივი და ფინანსური მიზნები: ROE, NPS, Market share სხვა) განსაზღვრა გუნდთან და მიმართულების დირექტორთან ერთად.
სეგმენტის სტრატეგია და ანალიტიკა
- RBB სეგმენტის სიღრმისეული ანალიზი და სეგმენტაცია
- მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიკაცია და მათი საჭიროებების კვლევა
- კონკურენტული ანალიზი და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
- მონაცემთა ანალიზი და ინსაიტების მომზადება გადაწყვეტილებების მისაღებად
- ბაზრის ტრენდების ანალიზი და შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის შემუშავება
- დომეინის გუნდ(ებ)ის ბექლოგის ფორმირება და მართვა
- OKR/ KPI -ების განსაზღვრა და მართვა
- განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (პროდუქტის/ სეგმენტის ჭრილში, ფინანსური მაჩნემებლების გაანალიზება)
Value Proposition განვითარება
- RBB სეგმენტისთვის უნიკალური ღირებულების წინადადების ფორმულირება
- კლიენტების pain point-ების იდენტიფიკაცია და მათი გადაწყვეტის გზების ძებნა
- სეგმენტის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება
- ღირებულების კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა
პროდუქტის განვითარება
- RBB-ების საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო პროდუქტების დიზაინი და განვითარება
- საოპერაციო პროდუქტების ინტეგრაცია და ოპტიმიზაცია
- მიკრო და მას დაკრედიტების პროდუქტების სპეციალიზაცია
- პროდუქტების ტესტირება, იტერაცია და გაუმჯობესება
- Lifestyle შეთავაზებების შექმნა და განვითარება
დიჯიტალ არხების მენეჯმენტი
- დიჯიტალ პლატფორმებზე სწორი სეგმენტების ტარგეტინგის უზრუნველყოფა
- ომნი-არხოვანი (Omnichannel) კლიენტის გამოცდილების შექმნა
- დიჯიტალ მარკეტინგის სტრატეგიის კოორდინაცია
- კონვერსიის ოპტიმიზაცია ყველა საკომუნიკაციო არხზე
ძირითადი KPI-ები:
ფინანსური მაჩვენებლები
- RBB სეგმენტის მომგებიანობის ზრდა და P&L მართვა
- საკრედიტო პორტფელის მოგებიანობის გაზრდა
- საოპერაციო პროდუქტების გაყიდვები
- საკრედიტო პორტფელის და ბაზრის წილის ზრდა
- საკრედიტო პორტფელის რისკების მართვა
სეგმენტის ათვისების მაჩვენებლები
- აქტიური კლიენტების რაოდენობის გაზრდა (MAU/MAC)
- კლიენტების შენარჩუნების მაჩვენებლის გაზრდა (Retention Rate)
- კლიენტების კმაყოფილების გაუმჯობესება (NPS/CSAT)
- TOM ზრდა (Top of mind)
პროდუქტის მაჩვენებლები
- ახალი პროდუქტების წარმატებული ლონჩი
- პროდუქტის მიღების მაჩვენებლების გაზრდა (Adoption Rate)
- კროს-სელინგისა და აპ-სელინგის ეფექტურობის ზრდა
კვალიფიკაცია
- მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია საბანკო მიმართულებით
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია გამოცდილება მიკრო და მას დაკრედიტების მიმართულებით
- აუცილებელია გამოცდილება ფრონტ ოფისისა და გაყიდვების მიმართულებით
- ლიდერული პოზიციის გამოცდილება და გუნდის მართვის უნარები
- სეგმენტაციისა და ანალიტიკის პრაქტიკული გამოცდილება
უნარები და კომპეტენციები
- კროს-ფუნქციური გუნდების ლიდერობა
- სტრატეგიული დაგეგმვა და ექსეკუცია
- სტეიკჰოლდერების მენეჯმენტი
- პროექტების მართვა და პრიორიტეტიზაცია
- მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია / სწორი დაკვეთების განსაზღვრა და ანალიტიკა
- ფინანსური მოდელირება / დასკვნების ფორმულირება
- ბაზრის კვლევა და კონკურენტული ანალიზი
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
- კრეატიული აზროვნების უნარი
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.