დატა ლიდი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ლიგის დატა ლიდი პასუხისმგებელია გუნდების მონაცემთა მართვის, ანალიტიკისა და მმართველობის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაზე.

მისი მთავარი პასუხისმგებლობაა ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება მონაცემთა მართვის, ანალიტიკისა და მონაცემთა მმართველობის კუთხით. იგი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას სანდო, სრულყოფილ და ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით — ლიგის მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

Data Lead ასევე ხელს უწყობს მონაცემთა ხარისხის, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას გუნდების მუშაობაში. იგი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ბიზნესის საჭიროებებს, ტექნოლოგიურ რეალიზაციასა და ორგანიზაციაში არსებულ მონაცემთა სტანდარტს შორის, რის შედეგადაც გამართულია ლიგაში მონაცემებზე დაფუძნებული კულტურა და ერთიანი ჩარჩო.

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ლიგის დონეზე მონაცემთა სტრატეგიის ჩამოყალიბება ლიგის ლიდერთან მჭიდრო თანამშრომლობით
  • ლიგის, გუნდების მხარდაჭერა ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული მეტრიკების და მონაცემთა მოდელების შესამუშავებლად
  • მონაცემთა მოდელების და არქიტექტურის იმპლემენტაცია ტრაიბში არსებულ გუნდებში
  • დატაზე დაყრდნობით პროდუქტთან დაკავშირებული აღმოჩენების/ხედვების იდენტიფიცირება და პროდუქტის მომგებიანობის ზრდასთან დაკავშირებული იდეების ინიცირება
  • მონაცემებთან დაკავშირებული სტანდარტების, მეთოდოლოგიების და პრაქტიკების დანერგვა
  • მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნების უზრუნველყოფა პროდუქტის განვითარების ყველა ეტაპზე
  • ორგანიზაციის მასშტაბით კრიტიკული დატა ელემენტების მონაცემების ხილვადობის უზრუნველყოფა
  • ლიგაში ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების უზრუნველყოფა, რათა მონაცემები იყოს სანდო და სტაბილური.
  • მონაცემთა გამოყენებადობის ზრდა პროდუქტების განვითარების ყველა ეტაპზე
  • მონაცემებზე დაფუძნებული ექსპერიმენტებისა და A/B ტესტირების ხელშეწყობა
  • მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტების მართვა
  • გუნდების მხარდაჭერა ინციდენტის გამომწვევი მიზეზების (root cause) იდენტიფიცირებაში
  • მონაცემთა კომპეტენციების ცნობადობის ამაღლება ლიგაში

სხვა პასუხისმგებლობები:

  • მონაწილეობას იღებს QBR დაგეგმვის პროცესში, OKR-ების შემუშავებაში
  • ჩართული არის პროდუქტის განვითარებაში
  • თანამშრომლობს ლიგის ლიდერთან/PO-სთან/ ტექ. ლიდთან/გუნდის ლიდერთან Data-Driven OKR-ების და KPI-ების ჩამოყალიბებაში
  • აქვს პროდუქტის და ბიზნეს მიმართულების ცოდნა
  • იზიარებს ლიგის, გუნდების მიზნებს

წარმატების კრიტერიუმები:

  • ლიგის KPI's/OKRs
  • ლიგაში არსებული დატის ხარისხი (DMI)
  • CoE KPI

კვალიფიკაცია

ტექნიკური უნარები

  • პროგნოზირების მოდელის გაკეთების პრაქტიკული გამოცდილება
  • SQL-ის მაღალ დონეზე ცოდნა — მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და რთული ანალიტიკური მოთხოვნების შესრულება
  • მონაცემთა მოდელირება და არქიტექტურა – მონაცემთა სტრუქტურების დაგეგმვა და ინტეგრაცია პროდუქტულ სისტემებში
  • Data Governance პრინციპების ცოდნა

ბიზნესისა და პროდუქტის ცოდნა

  • აქვს შესაბამისი პროდუქტის ცოდნა და შეუძლია პროდუქტზე ორიენტირებული ანალიზის გაკეთება
  • პროდუქტის KPIs და წარმატების მეტრიკების განსაზღვრის უნარი
  • A/B ტესტირების გამოცდილება პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით
  • ეჯაილ მეთოდოლოგიებში მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint