მიმართულების ლიდერი/Line Lead
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ციფრული ბიზნესის განვიტარების ლიგაში ვეძებთ სასესხო პროდუქტების მიმართულების ლიდერს.
მიმართულების ლიდერის მთავარი ამოცანაა შექმნას გუნდებისთვის გარემო, სადაც ისინი შეძლებენ საუკეთესო შედეგების მიღებას მაქსიმალური ეფექტურობით და განავითაროს მის პასუხისმგებლობაში შემავალი პროდუქტები და გაზარდოს მისი ღირებულება.
უზრუნველყოს მიმართულების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ბიზნეს მიზნების (MAU, DAU/MAU, NPS, SDP, Digital Sales) განსაზღვრა გუნდთან და ლიგის დირექტორთან ერთად.
რას გააკეთებ?
- მიმართულებაში შემავალი პროდუქტების მიზნების და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა შესაბამის გუნდების კაპიტნებთან კოორდინაციით
- ბექლოგის მართვა
- დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია
- სწრაფი და ხარისხიანი დელივერის უზრუნველყოფა
- OKR/KPI -ების განსაზღვრა და მართვა
- დაკავშირებულ მხარეებთან სწორი კომუნიკაციის და კოორდინაციის უზრუნველყოფა
- გუნდის ადამიანური რესურსების რაოდენობის სწორად განსაზღვრა, თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა
- ლიდერობა და გუნდის მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა, თანამშრომლების ფუნქციების და მათი როლების მკაფიოდ განსაზღვრა
კვალიფიკაცია
- მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- Სასურველია საბანკო პროდუქტების, სერვისების, პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა
- გუნდის მართვის გამოცდილება/ ძლიერი ლიდერული უნარები
- ძლიერი ანალიტიკური უნარები
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.