სტრატეგიისა და ბიზნეს ანალიზის ჯგუფის უფროსი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით. თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31.
პოზიციის მოკლე მიმოხილვა
სტრატეგიისა და ბიზნეს ანალიზის ჯგუფის უფროსი პასუხისმგებელი იქნება დირექტორატში შემავალი მიმართულებების სტრატეგიების და ინიციატივების პროცესების მართვაზე, შემუშავებაზე, შესრულების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე. ის ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების ბაზრის კვლევაში, ანალიტიკასა და რეკომენდაციების შემუშავებაში. სტრატეგიისა და ბიზნეს ანალიზის ჯგუფის უფროსი პირდაპირ დაექვემდებარება CIB და WM სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტის უფროსს.
სამუშაოს აღწერა
- CIB & WM-ის ფინანსური და საოპერაციო შედეგების დეტალური ანალიზი და რეკომენდაციის შემუშავება, სექტორის, კლიენტის, პროდუქტის დონეზე;
- ანალიზის საფუძველზე მიმართულების შედეგებსა და საჭიროებებზე მორგებული განვითარების სცენარების შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება;
- ბიზნეს მიმართულებებთან ერთად ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ინოვაციების და ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების ხელშეწყობა.
- საერთაშორისო ინსტიტუტების მუდმივი მონიტორინგი და ბიზნესისათვის საინტერესო სიახლეების იდენტიფიცირება
- ბიზნეს მიმართულებების ფინანსური და საოპერაციო მხარდაჭერა, მონაცემების ანალიტიკა, რეკომენდაციების შემუშავება და კომუნიკაცია.
- ანალიტიკისათვის საჭირო, ციფრული ხელსაწყოების და ფუნქციონალების გამართვა და განვითარება.
- ბიზნეს და სტრატეგიის პრეზენტაციების მომზადება;
- სტრატეგიული KPI ების და ამოცანების შესრულების მონიტორინგი.
- ბიზნეს მიმართულებების ზრდის, მომგებიანობისა და პენეტრაციის გაუმჯობესების გზების მოძიება და ინიცირება;
- ბიზნეს ანალიტიკოსების გუნდის მართვა და მენტორინგი გუნდის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად;
- გუნდის მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების ფუნქციების და მათი როლების მკაფიოდ განსაზღვრა;
- თანაშრომლების მუშაობის ხარისხის რეგულარული შეფასება, მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
კვალიფიკაცია
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების და სტრატეგიის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება)
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა:
- ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარ-ჩვევები
- გუნდის მართვის და გუნდურად მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია
რას გთავაზობთ ჩვენ
- კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა
- საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე, ტოპ-ტალანტებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა
- მუდმივი მხარდაჭერა განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მრავალფეროვანი შეთავაზებები და აქტივობები - სპეციალურად თანამშრომლებისთვის
- თიმბილდინგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ
შეავსე განაცხადი და შემოუერთდი ჩვენ გუნდს!
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.