სტაჟიორ/ასისტენტი - POS გადახდები

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის გადახდების განვითარების ლიგაში, კერძოდ POS გადახდების გუნდში ვეძებთ -  სტაჟიორ/ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება  მერჩანტების (კლიენტი, რომელიც სარგებლოს გადახდების პროდუქტებით)  მოზიდვის/ ონბორდინგის/რეგისტრაციის და მათი მხარდაჭერის პროცესში.

რას გთავაზობთ:

ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული ბაზარზე არსებულ სიახლეების მოძიებაში და  ახალი პროდუქტების განვითარებაში, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებზე არის მორგებული, აქვს პირდაპირი ურთიერთობა მერჩანტებთან და გადახდების მიმართულებით სხვადასხვა ბიზნესებთან, რაც შენ საშუალებას მოგცემს მიიღო ბაზარზე საკმაოდ მოთხვონადი და უნიკალური გამოცდილება და უნარები, რაც შენი შემდგომი განვითარების საწინდარი იქნება.

გუნდის მიზანია:

  • ექვაირინგის ბიზნესის მართვა
  • ექვაირინგისთვის საჭირო საგადახდო პროდუქტების განვითარება
  • მერჩანტებთან ურთიერთობა, პორტფელის მართვა, ონბორდინგის და მერჩანტის მხარდაჭერა,
  • საგადამხდელო სისტემების და ეროვნულ ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნა

ძირითადი მოვალეობები:

  • მერჩანტის მოზიდვის/ონბორდინგის/რეგისტრაციის პროცესის მართვა
  • ონბორდინგის პროცესში სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა
  • მერჩანტთან კომუნიკაცია, ონბორდინგისთვის საჭირო დეტალების დაზუსტება და უკუკავშირი
  • ონბორდინგის პროცესის გაუმჯობესებისთვის ინიციატივების დაფიქსირება, რეკომენდაციები,
  • მერჩანტის მხარდაჭერის  ( საპორტი ) საქმიანობების უზრუნველყოფა და ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაათუ:

  • ხარ ენერგიული, უმკლავდები ცვლილებებს და მზად ხარ მსგავს გერემოში სამუშაოდ,
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და გიყვარს სიახლეები,
  • გიყვარს დეტალებზე დაკვირვება და ანალიზი,
  • გიყვარს კომუნიკაცია,
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული და გაქვს პრობლემების გადაჭრის უნარი,
  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს.

კვალიფიკაცია

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • საბანკო პროცესების/პროდუქტების ცოდნა ( მიენიჭება უპირატესობა)
  • ექვაირინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა)
  • გაყიდვების მიმართულების მუშაობის გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა)
  • ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint