ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (მცირე და საშუალო სესხები) - ი. ჭავჭავაძის გამზირის სერვის-ცენტრი #1

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: ი. ჭავჭავაძის გამზირის სერვის-ცენტრი #1
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: არ არის განსაზღვრული

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი:

  • აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებს
  • გაანალიზებ შემოსულ განაცხადებს და შეაფასებ რისკებს
  • შეაფასებ მომხმარებლის  ფინანსურ მდგომარებას
  • დაამუშავებ 30 000 ლარამდე სესხებს 
  • მოამზადებ საკრედიტო ფაილებს და წარადგენ საკრედიტო კომიტეტზე
  • მონიტორინგს გაუკეთებ საკრედიტო პორტფელს

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

  • ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
  • გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
  • მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი

კვალიფიკაცია

  • მინი ან მიკრო სესხებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
  • Microsoft Office-ის ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint