ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის, ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილების, პოლიტიკისა და ოპერაციების გუნდის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილება მართავს თანამშრომლების გამოცდილებას ბანკის მასშტაბით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო როგორიცაა: თანამშრომელთა ოპერაციები, ხელშეკრულებების მენეჯმენტი, პოლიტიკა და პროცედურების მენეჯმენტი, გარე და შიდა შესაბამისობის რისკების მართვა შრომითი ურთიერთობის სრულ ციკლში, თანამშრომელთა ანაზღაურების და ბენეფიტების მართვა, შიდა და გარე ანგარიშგება და რეპორტინგი. ამ მიმართულებაში ჩართულ თანამშრომლებს ექნებათ საშუალება განიცადონ როტაცია თემებზე და საკითხებზე, მოიცვან და მართონ რამდენიმე პროცესი და საკითხი. ბიზნეს ამოცანა მოიცავს:
- საერთაშორისო ადამიანური კაპიტალის ოპერაციების მენეჯმენტს;
- ბანკში არსებული ან/და შესამუშავებელი პოლიტიკა და პროცედურების მართვა, არსებულის განახლება, შესაბამისი კონსულტაციები როგორც შიგნით, ასევე გარე პირებთან.
- თანამშრომელთა შესახებ ოპერაციების შესრულება და მართვა, რაც მოიცავს, თანამშრომლის აყვანას, როტაციას, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას და ყველა თანმდევი საჭირო პროცესის შესრულებას;
- თანამშრომელთა დისციპლინარული, შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვადასხვა პოლიტიკების/პროცესების შესრულებას და მართვას;
- ბანკში არსებული ანაზღაურების, ბენეფიტების და პოზიციების კლასიფიკაციის სისტემების მართვას, პოზიციების შეფასების პროცესის განხორციელებას;
- ბენეფიტების მართვას - სხვადასხვა ტიპის დაზღვევის, მხარდაჭერის პროგრამების მართვა, განახლება და ცვლილებების ინიცირება;
- უზრუნველყოფს წლიური თუ სხვა რეპორტების მომზადებას ინგლისურ და ქართულ ენაზე;
- ბანკის ძირითადი პროგრამის (payroll core system) დანერგვის პროცესში ტესტირება და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება - სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- HR ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- Microsoft Office პროგრამების: Word, Excel, Power Point მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, საუბარი);
- საბანკო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.