შეფასების სისტემების განვითარების მენეჯერი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.
სამუშაოს აღწერა
- HR ტექნოლოგიური პროდუქტის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელება;
- Soft სისტემების განვითარება და მათი ინტეგრაცია არსებული პროცესების ფარგლებში;
- HR ტექნოლოგიური პლატფორმის არსებული მოდულების გაუმჯობესება
- IT გუნდთან აქტიური თანამშრომლობა, მოთხოვნების მართვა და ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბება;
- ახალი HR მოდულების შექმნა და მათი დანერგვის პროცესის მართვა;
- წლიური KPI შეფასების ციკლის მართვა და მონიტორინგი;
- 360 გრადუსიანი შეფასების ციკლის მართვა და მონიტორინგი;
- თანამშრომლების განვითარების გეგმების ფორმირება და ადმინისტრირება;
- ტექნიკური მხარდაჭერის ცხელი ხაზის მართვა და მომხმარებელთა მხარდაჭერა.
- პროექტის ფარგლებში ბანკის მასშტაბით თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია
- პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ამოცანების შეთანხმება სხვადასხვა ორგანიზაციულ ერთეულებთან, მათი ინტერესების გათვალისწინება
- უშუალო უფროსთან მოთხოვნისამებრ ანგარიშგების წარმოება
- სამოტივაციო სქემების შექმნა/დახვეწაში მონაწილეობა და ჩართულობა
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება - სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში (MBA უპირატესობაა)
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR ტექნოლოგიების მართვის მიმართულებით;
- სასურველია გამოცდილება HR Soft-ის დანერგვაში და მართვაში;
- IT გუნდთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გამოცდილება;
- HR მონაცემების ანალიზისა და შეფასების გამოცდილება;
- ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS OFFICE)
- 360 გრადუსიანი შეფასების ციკლის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
- პრობლემების ანალიზისა და მათი გადაჭრის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.