ანალიტიკოსი- საინვესტიციო საბანკო საქმიანობა
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.
TBC Capital-ის DCM განყოფილებაში ანალიტიკოსის როლი მოიცავს DCM დაფინანსების ტრანზაქციების წარმოშობის, სტრუქტურირებისა და შესრულების მხარდაჭერას. პოზიცია ითვალისწინებს სიღრმისეული ფინანსური ანალიზის ჩატარებას, ფინანსური მოდელების შექმნას, პრეზენტაციების მომზადებას, ობლიგაციების პროსპექტუსის დადრაფტვას და გუნდთან თანამშრომლობით ობლიგაციების გამოშვების პროცესის ყველა ეტაპის განხორციელებას. ანალიტიკოსი ასევე ჩართულია ემიტენტებთან, ინვესტორებთან, ეროვნულ ბანკთან და სხვა გარე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაში.
სამუშაოს აღწერა
ფინანსური ანალიზი და მოდელირება: დეტალური ფინანსური ანალიზის ჩატარება, მათ შორის საკრედიტო ანალიზი, ფინანსური მოდელირება და კომპანიის შეფასება ობლიგაციების გამოშვების მიზნობრიობით.
ტრანზაქციების მხარდაჭერა: კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციების შესრულებაში მონაწილეობა, როგორიცაა კერძო და საჯარო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზრებზე.
ტრანზაქციის დოკუმენტაციის მომზადება და ემიტენტთან კოორდიცია: ემისიის პროსპექტუსში შემავალი ყველა სექციის დადრაფტვა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ემიტენტთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის და პროსპექტუსთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმების მიზნით, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციის წარმართვა გუნდის უფროს წევრებთან კოორდინაციაში. ამასთანავე ყველა დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციაში, როგორიცაა მანდატის წერილი და სხვა.
პრეზენტაციების და მასალების მომზადება: კლიენტებთან შეხვედრებისთვის პრეზენტაციების და მასალების მომზადება, როგორიცაა თიბისი კაპიტალის შესახებ ზოგადი პრეზენტაცია, ობლიგაციების პოტენციური ემიტენტისთვის შეთავაზების პრეზენტაცია, კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პრეზენტაცია, და სხვა.
ინვესტორებთან ურთიერთობა: ინსტიტუციურ ინვესტორებთან ურთიერთობა და კოორდინაცია, ინვესტორებისთვის მარკეტინგული მასალების მომზადება.
ემიტენტებისთვის დამატებითი სერვისების გაწევაში მონაწილეობა: ემიტენტის მიერ საკრედიტო რეიტინგის აღების პროცესში მხარდაჭერა, შესაბამისი მასალების მომზადება და სარეიტინგო სააგენტოსთან კოორდინაცია, აგრეთვე თემატური ობლიგაციების შემთხვევაში, თემატური ობლიგაციის ჩარჩოს მომზადებაში ემიტენტის მხარდაჭერა, მეორე მხარის მოსაზრების მოპოვების კოორდინაცია.
კვლევა და ბაზრის ანალიზი: ბაზრის მუდმივი კვლევა, ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმირებულობა, კაპიტალის ბაზრის ტენდენციების, საპროცენტო განაკვეთების და მაკრო ფაქტორების მონიტორინგი, კაპიტალის ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და რეპორტინგი.
კვალიფიკაცია
- ბაკალავრის ხარისხი, ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესში ან დაკავშირებულ სფეროში.
- 2+ წლიანი გამოცდილება საფინანსო სექტორში, სასურველია საინვესტიციო ან კომერციული ბანკის კორპორატიულ საინვესტიციო დეპარტამენტში ან დაკავშირებულ სფეროებში (აუდიტი, ინდუსტრიის კომპანიების ფინანსური დეპარტამენტი).
- კორპორატიული ფინანსების ცოდნა, საკრედიტო ანალიზისა და ფინანსური მოდელირების სიღრმისეული ცოდნა.
- კაპიტალის ბაზრის რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა.
- Excel-ში ფინანსური მოდელირების და PowerPoint-ში პრეზენტაციების მომზადების უნარი.
- გამართულად წერისა და Microsoft Word-ში ნავიგაციის უნარი.
- ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.