მომხმარებლის გამოცდილების (CX) მართვის პარტნიორი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რისთვისაც აუცილებელია საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა. გუნდში ვეძებთ ადამიანს, ვისაც კარგად ესმის ბედნიერი მომხმარებლის მნიშვნელობა ბიზნესის განვითარებაში და მზად არის მთელი თავისი გამოცდილება, ენერგია და შემოქმედებითობა მოახმაროს მათზე ზრუნვას.
ამ როლს თიბისიში CX პარტნიორი დავარქვით. ის ბრენდის გამოცდილების გუნდის ნაწილია, თუმცა ეჯაილ მოწყობაში, მიმაგრებულია ერთ-ერთ ბიზნეს ერთეულზე და მას ეხმარება მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაში. ამჯერად, ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაეხმარება კორპორატიულ ბიზნესს შექმნას საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კომპანიებისთვის.
სამუშაოს აღწერა
რას გააკეთებ?
განსაზღვრავ და გაზომავ საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლებს;
დააორგანიზებ მომხმარებლების კმაყოფილების კვლევებს, გააანალიზებ და შეიმუშავებ რეკომენდაციებს გუნდისთვის;
გამოავლენ მომსახურებაში არსებულ ხარვეზებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს;
იმუშავებ Agile გუნდებთან მომხმარებლის გამოცდილების საკითხებზე;
მოამზადებ ანგარიშებს და პრეზენტაციებს მენეჯმენტთან განსახილველად;
იზრუნებ იმაზე, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
#Hybrid
კვალიფიკაცია
აუცილებელია გქონდეს:
უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრატურა - ბიზნესის მიმართულებით);
პროექტების მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
გაყიდვების, მარკეტინგის ან მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
საბანკო მომსახურების სპეციფიკის ცოდნა;
ექსელის და სტატისტიკური ანალიზის საბაზისო დონეზე ფლობა;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Power Point და სხვა);
ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
ეს როლი შეგეფერება, თუ:
ხარ ემპათიური;
თვლი, რომ ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება;
ხარ ენერგიული, მოტივირებული და გამბედავი.
გაქვს პროექტების დაგეგმვის და მართვის უნარი;
გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის გამოცდილება;
გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
გიყვარს გუნდში მუშაობა და ხალხთან ურთიერთობა. შეგიძლია იმუშაო თვითორგანიზებულ, Agile გუნდებთან ერთად.
გაქვს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინირების უნარი;
გაქვს მოლაპარაკების წარმოების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარები;
მუდმივად ეძებ და ეცნობი შენს სფეროში არსებულ სიახლეებს და საუკეთესო პრაქტიკებს;
არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ხარ შედეგებზე ორიენტირებული;
გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.