კორპორატიული ბიზნესის პორტფელის მართვის უფროსი მენეჯერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

• შენი პასუხისმგებლობა იქნება Agile გუნდებთან მუშაობა, კორპორატიული  სეგმენტის საკრედიტო რისკების მართვა და ბანკისთვის მისაღებ დონეზე შენარჩუნება;
• ჩაერთვები სტრატეგიული პროექტების შემუშავებასა და დანერგვაში, დაკრედიტების პოლიტიკის, პროცედურების და ლიმიტების შემუშავებაში, ბიუჯეტირების პროცესში, კონცენტრაციის ლიმიტების მართვაში;
• შეიმუშავებ და დანერგავ ინდივიდუალური და პორტფელური რისკების მართვის ეფექტურ ინსტრუმენტებს;
• შენი პასუხისმგებლობა იქნება საკრედიტო პორტფელის ანალიზი არსებული რისკების დროულად გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაწევა და პორტფელის ადექვატური რისკ პარამეტრების და დონეების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია

  • განათლება მათემატიკური / ფინანსური / ეკონომიკური მიმართულებით და ინგლისური ენის   მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვიანობის სფეროში ან საბანკო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • მონაცემების ანალიტიკა და მასზე დაფუძნებული მოდელების შემუშავება;                                                          
  • მაღალ დონეზე განვითარებული ტექნიკური უნარები;
  • ექსელის და SQL-ის საფუძვლიანი ფლობა;
  • სასურველია Python, Tableau ან Power BI-თან მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint