კონცეპტ გაყიდვების მენეჯერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის მომსახურების ლიგაში,  ციფრული პერსონალური საბანკო მომსახურების  გუნდში, ვეძებთ   - კონცეპტ  გაყიდვების მენეჯერს.

შენ იქნები გუნდის ნაწილი, სადაც თავს იყრის მნიშნელოვანი ცოდნა თიბისის თითქმის ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ. 

რას გააკეთებ:

  • კონცეპტ ციფრული (დიჯითალ) პაკეტის კლიენტების სეგმენტზე მოახდენ სატელეფონო შეთავაზებას მათზე მორგებულ პროდუქტებთან დაკავშირებით  (კერძოდ დეპოზიტები, ბარათები, დიჯითალ ნაკრები, დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი / ან საკრედიტო მიმართულებით / სესხები/ ბარათები/ ოვერდტრაფტი და ა.შ);
  • უზრუნველყოფ დიჯითალ კონცეპტ პაკეტის კლიენტების საოპერაციო  ან საკრედიტო  მიმართულებით მომსახურებას
  • შეასრულებ ყოველთვიურ გეგმებს
  • ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას, დაიცავ ბანკის პროცედურებს და რეგულაციებს
  • დაიცავ მოქმედ საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებს, შიდა და გარე ინსრტუქციებს, კომპანიის წესდებასა და შინაგანაწესს
  • დაიცავ  კლიენტის კონფიდენციალურობას

ველოდებით გამოხმაურებას, თუ:

  • ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებულ
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია

კვალიფიკაცია

  •    ინგლისური ენის ცოდნა
  •    (დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  •    გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უფირატესობად
  •    საბანკო  სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint