ბუღალტერი - თიბისის აქტივების მართვის გუნდი

  • სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

TBC Asset Management - თიბისი გჯუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2 წლის წინ, საქართველოში საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, დაარსდა. ამჟამად კომპანია მართავს 2 ფონდს, ჯამში USD 35 მლნ- ზომით, თუმცა კლიენტების მხრიდან საინვესტიციო პროდუქტებზე ინტერესის ზრდის კვალდაკვალ გეგმავს ახალი ფონდების შექმნას წლის ბოლომდე და კაპიტალის ბაზარში აქტიური მონაწილეობის მიღებას.

სამუშაოს აღწერა

  1. კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის წარმართვა-ოპერაციების შესრულება, ფინანსების მიმართულების გაიდლაინების შესაბამისად.
  2. ყოველდღიური თუ პერიოდული რეპორტინგის მიზნებისთვის, ფინანსების მიმართულების გაიდლაინების შესაბამისად სამართლიანი ღირებულების ფორმების განახლება, აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების ბუღალტრულ პროგრამაში შესრულება.
  3. ზოგადად, ფინანსური ინსტრუმენტების ბუღალტრული აღრიცხვა, საბალანსო ღირებულებების მუდმივი კონტროლი, ბანკთან შედარებების წარმოება და რეკონსილაცია სხვადასხვა წყაროებს შორის (ფინანსები, ბუღალტრული პროგრამა, სხვა მხარეები) და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა.
  4. ფულადი ნაკადების და გადარიცხვების კონტროლი/აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში.
  5. ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული კორპორატიული ქმედებების განხორციელება (დივიდენდის/კუპონის/ა.შ. გადარიცხვები) და მონიტორინგი.
  6. სხვა მიმდინარე შემოსავალ-ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე, ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება.
  7. ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია

  1. სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  2. სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე (F1, F2, F3);
  3. მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
  4. სავალდებულოა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.
  5.  საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint