სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - საკრედიტო პროდუქტების და პროცესების რედიზაინის გუნდი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინოვაციურობაა. სერვისებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვთავაზობთ მომხმარებელს, მუდმივად სჭირდება განვითარება და განახლება. შესაბამისად, ახალი პროდუქტების და სისტემების დახვეწა ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
თიბისიში იქმნება მსოფლიოში საუკეთესო მობაილ ბანკი და ინტერნეტბანკი. ციფრული არხების გუნდი მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო და ინოვაციური იქნება და მეორე მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს გახდის.
თიბისის ციფრული პროდუქტების შექმნასა და განსაზღვრაში სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს განსაკუთრებული როლი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონტრიბუცია ახალი იდეების გენერაციისა და პროდუქტების დეველოპმენტის პროცესში.
სამუშაოს აღწერა
- გუნდთან ერთად გააანალიზებ საკრედიტო პროცესებს, პროცესის გამოწვევებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს
- დააგენერირებ იდეებს და წინადადებებს საკრედიტო პროცესების და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად
- ამოცანებს განსაზღვრავ და დაგეგმავ მათ შესრულებას ბიზნეს საჭიროების და პრიორიტეტების გათვალისწინებით
- პერიოდულად წარადგენ შედეგებს და მოკლევადიან/გრძელვადიან გეგმებს პროექტის სთეიქჰოლდერებთან
- მართავ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში
- გუნდის წევრებთან ერთად უზრუნველყოფ დასახული ბიზნეს მიზნების მიღწევას
კვალიფიკაცია
- არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება IT პროექტების მართვის (LOS-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამოცანის დამუშვების და დაკვეთის გამოცდილება;
- საკრედიტო პროდუქტების და ბიზნეს პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ველოდებით გამოხმაურებას, თუ:
- ხარ მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების
- ხარ ინოვაციური
- შეგიძლია გუნდის მართვა და მოტივაცია
- გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი
- გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.