ადმინისტრაციული ასისტენტი - არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი  ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

 

სამუშაოს აღწერა

  • ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო  ბანკირების მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად, შესრულებული საგადასახადო დავალებების ბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის მიწოდება;
  • ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან მიღებული დავალებით ამონაწერების ბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის მიწოდება;
  • კორპორატიული კლიენტეიბისათვის სტანდარტული ცნობების დაბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის გადაცემა;
  • კორპორატიული კლიენტებისათვის, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან მიღებული არასტანდარტული წერილების, აუდიტორული წერილების კანცელარიის მხრიდან ბლანკზე დაბეჭდვის და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა, ბლანკზე დაბეჭდილი ცნობის ხელმოწერა, კლიენტისთვის მიწოდება;
  • დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტთან კომუნიკაცია ბანკის მომსახურების ხარისხის შესაბამისი ინსტრუქციების გათვალისწინებით (Service +, Dress code);
  • ასოცირებული/საოპერაციო კორპორატიული ბანკირების საბუთების თარიღების შესაბამისად ორგანიზება, შენახვა;
  • სრულყოფაში მოყვანილი დოკუმენტების 3 თვეში ერთხელ სტანდარტის შესაბამისად არქივში გადაცემა.
  • კლიენტთან ვიზიტის ორგანიზება, განხორციელება დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით;
  • ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან ხელმოსაწერი დოკუმენტების სრულყოფის მიზნით, დოკუმენტების მომზადება, ბანკირის ოფისში ვიზიტის გრაფიკის შედგენა, ორგანიზება. (Covid რეგულაციის მოქმედი ინსტრუქციის გათვალისწინებით).

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების Word და Excel ცოდნა;
  • ბანკის სტანდარტების და პროცედურების ცოდნა.
     

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • მოტივირებული;
  • მოწესრიგებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური.

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

გაცნობებთ, რომ ბანკი უზიარებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას TBC Bank Group PLC-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის კომპანიას რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. კომპანიები აგრეთვე უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა გაზიარება, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის

კონფიდენციალურობის დებულებაImprint