Android დეველოპერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. 

სამუშაოს აღწერა

თიბისი ბანკში, მობაილ ბანკის დეველოპმენტის ეჯაილ გუნდში ვეძებთ Android დეველოპერს. 

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და ავითარებს მობაილ ბანკის აპლიკაციას, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და იმავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები. 

რას გააკეთებ? 

  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC); 
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში; 
  • განათავსებ აპლიკაციებს Play Store-ზე; 
  • გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას.

კვალიფიკაცია

  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა; 
  • გაქვს Java და Kotlin დაპროგრამების ენის, Android SDK და Android Studio-ის კარგი ცოდნა და გამოცდილება; 
  • გაქვს ბიზნეს პროექტებში Android დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • გაქვს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა; 
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების; 
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად. 

დამატებითი ინფორმაცია

კარგი იქნება რომ გქონდეს: 

  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა; 
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება; 
  • ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება; 
  • Unit ტესტების წერის გამოცდილება. 

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გაცნობებთ, რომ ბანკი უზიარებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას TBC Bank Group PLC-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის კომპანიას რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. კომპანიები აგრეთვე უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint