არაუზრუნველყოფილი პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.
სამუშაოს აღწერა
- პრობლემური სესხების მქონე კლიენტებისგან ვალდებულების დროულად ამოღება;
- კლიენტებთან ურთიერთობა, როგორც ბანკს შიგნით ასევე მის გარეთ, მათ საცხოვრებელ, სამუშაო ან ბიზნესის ადგილებზე ;
- გადაწყვეტილებების წერილობით მომზადება, დაკავშირებულ განყოფილებებთან ურთიერთობა სხვადასხვა სამუშაო საკითხებზე;
- რეპორტების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
- წინასწარ შეთანხმებულ პარამეტრებზე გასვლა.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი
- საბონუსე თანხა
კვალიფიკაცია
- სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კლიენტთან მოლაპარაკების უნარი;
- Excel-ის და Word-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი.
უნარები:
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- კომუნიკაბელურობა
- კონფლიქტის მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
გაცნობებთ, რომ ბანკი უზიარებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას TBC Bank Group PLC-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის კომპანიას რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. კომპანიები აგრეთვე უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა გაზიარება, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის