შესაბამისობის რისკის მართვის ოფიცერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

  • ბანკისთვის შესაბამისი რეგულაციების/რეგულაციაში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი
  • ბანკის შიდა პროცესების/ შიდა პროცესების ცვლილებების/ ახალი პროდუქტების ანალიზი შესაბამისობის რისკის მართვის მიზნით
  • რეგულაციების მოთხოვნებთან შეუსაბამობის რისკის დაიდენტიფიცირება და შეფასება
  • ბიზნეს მიმართულებების მხარდაჭერა და რეკომენდაციების გაცემა შესაბამისობის რისკების დაცვის მიზნით
  • ბიზნესის საჭიროების დადგენა და პროცესებში/პროცედურებში ცვლილებების ინიცირება რეგულაციების დაცვის მიზნით
  • დაიდენტიფიცირებული / გამოვლენილი რისკების აღმოფხვრის და მართვის მიზნით  პროცესის მონიტორინგი
  • შესაბამისობის რისკის მართვის მიზნით შიდა დოკუმენტაციის შემუშავება
  • შესაბამისობის რისკის მართვის მიზნით კონტროლების სიის განსაზღვრა და აღნიშნული კონტროლების ბანკის მასშტაბით დანერგვის უზრუნველყოფა

კვალიფიკაცია

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკურ, საბანკო და სხვა ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (Advanced) 
  • სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საფინანსო/საბანკო სისტემაში მუშაობის გამოცდილება
  • საბანკო პროცედურებისა და პროდუქტების ცოდნა

უნარები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების წერის უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა / ორგანიზებულობა
  • კარგი წერითი და ზეპირიტყვიერი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
  • პრეზენტაციის და ტრენინგების ჩატარების უნარი

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint