კორპორატიული დაკრედიტების კოორდინატორი - კორპორატიული ბიზნესი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 9000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაკრედიტების კოორდინატორის პოზიციაზე. 

    სამუშაოს აღწერა

    • საკრედიტო განაცხადის პროექტების დამუშავებაში, წინასაკომიტეტო და საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობა;
    • პროექტში განხილული საკრედიტო პროდუქტების სტრუქტურირება;
    • მონიტორინგებისა და კორპორატიული განყოფილების მიერ მოსამზადებელი სხვა რეპორტების შესრულების კონტროლი;
    • პორტფელში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ანალიზი და კონტროლი;
    • არსებული მსესხებლების ფინანსური მონიტორინგების გაცნობა, შეფასება, კონტრაქტით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი და ანალიზი;
    • სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში ჩართვა, მონაწილეობის მიღება;
    • საკრედიტო ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
    • განყოფილებისთვის შიდა ანგარიშგებების წარმოება;
    • საკრედიტო პორტფელის ანალიზი;
    • პორტფელური ანალიზის პრეზენტაციების მომზადება;
    • ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;
    • ანალიტიკოსებისა და სტაჟიორების შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა
    • ანალიტიკოსების, სტაჟიორების სწავლებაში აქტიური ჩართულობა, ტრეინინგების ჩატარება და ყოველდღიური სწავლება

    კვალიფიკაცია

    • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
    • ფინანსებთან მუშაობის 3 წლიანი  გამოცდილება, ბანკში დაკრედიტების კუთხით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, ფინანსური უწყისების ცოდნა;
    • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
    • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
    • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის ცოდნა.

    დამატებითი ინფორმაცია

    გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

    სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
    თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

    კონფიდენციალურობის დებულებაImprint