პირადი ბანკირი - დაგროვილი კაპიტალის მართვის განყოფილება

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

აღნიშნული წამყვანი ბიზნეს მიმართულება აცხადებს ვაკანსიას პირადი ბანკირის პოზიციაზე.
 

    სამუშაოს აღწერა

    • WM მომხამრებლებისთვის WM კონცეფციით განსაზღვრული მომსახურების გაწევა (საოპერაციო, საკრედიტო, საინვესტიციო, სადაზღვევო პროდუქტები და ოპერაციები);
    • ოპერაციების დროულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება;
    • კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება, ლოიალურობის გაზრდა
    • კლიენტისთვის კომპეტენტური, ოპერატიული და უშეცდომო ინფორმაციის მიწოდება როგორც ანგარიშის გახსნის პროცედურის და დოკუმენტაციის შესახებ, ასევე ტრანზაქციებთან და ბანკის პროდუქტებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტზე.
    • კლიენტების მხარდაჭერა ნებისმიერ საბანკო ოპერაციასთან დაკავშირებით და მათი ნებისმიერი საბანკო პრობლემის მოგვარება.
    • კლიენტების მოთხოვნების ანალიზი, რეკომენდაციის გაწევა პროდუქტებთან დაკავშირებით და ყველაზე ხელსაყრელი პროდუქტის შეთავაზება.
    • ახალი პროდუქტების და ტექნოლოგიების შესახებ ოპერატიული და ზუსტი ინფორმირება კლიენტისათვის მისაღები ფორმით და რეგულარობით. ბანკის შესახებ ფინანსური და სხვა აქტუალური ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.
    • პოტენციურ კლიენტებზე დადგენილი ფორმითა და სტანდარტებით შეთავაზებების მიწოდება, მათ შორის ელექტრონული პრეზენტაციები. პოტენციური კლიენტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში უკუკავშირის ორგანიზებულად წარმოება, მათზე დროული სატელეფონო და წერილობითი რეაგირება.
    • შესასრულებელი სამუშაოების ეფექტური ორგანიზება
    • შიდა აუდიტის წარმომადგენლებისთვის განმარტების მიცემა აუდიტის ობიექტთან დაკავშირებით
    • WM ფიზიკურ პირსა და ბანკს შორის შუამავლის ფუნქციების შესრულება, კლიენტის მხრიდან ბანკის სხვა პროდუქტების (WM ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილი პროდუქტების გარდა) მიმართ გაჩენილი ინტერესის შემთხვევაში;
    • მომსახურების პროცესში პრობლემების არსებობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
    • დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად.

    კვალიფიკაცია

    • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა/ფინანსები, ასევე სასურველია მაგისტრის ხარისხი MBA);
    • ბანკში პერსონალური ბანკირის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
    • WM კლიენტების მომსახურებისთვის საჭირო სტანდარტებისა და ინსტრუქციების სრულყოფილად ცოდნა;
    • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
    • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office);
    • საბანკო პროდუქტების, პროცესების, მომსახურების ტექნოლოგიების და ტარიფების სრულყოფილად ცოდნა, აგრეთვე, კონკურენტებთან შედარებითი უპირატესობების ცოდნა;
    • ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;
    • პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარ-ჩვევებისა და მათი გამოყენების გამოცდილება.

     

    პიროვნული უნარ-ჩვევები:

    • მაღალი მოტივაცია;
    • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    • თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
    • გუნდურად მუშაობის უნარი;
    • გაყიდვების უნარი;
    • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
    • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
    • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

    დამატებითი ინფორმაცია

    გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

    სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
    თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

    კონფიდენციალურობის დებულებაImprint