ბექ-ოფისის მენეჯერი - დაგროვილი კაპიტალის მართვის განყოფილება

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

დაგროვილი კაპიტალის მართვის განყოფილებაში გვაქვს აქტიური ვაკანსია ბექ-ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

  • WM კლიენტების მომსახურებისთვის საჭირო სტანდარტებისა და ინსტრუქციების სრულყოფილად ცოდნა;
  • WM ბანკირების მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციების,  დარეგისტრირებული დოკუმენტაციისა და საბანკო პროდუქტების სიზუსტის, სისწორის და დადგენილ წესებთან შესაბამისობის კონტროლი/ავტორიზაცია;
  • მიღებული დავალებების ოპერატიულად შესრულება კლიენტების მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების მიზნით;
  • დღიური საბუთების კონტროლი და ფაილინგი;
  • ჩასანაცვლებელი დოკუმენტაციის WM კლიენტების მომსახურების სტანდარტით გაწერილ ვადებში ჩანაცვლების კონტროლი;
  • შესასრულებელი სამუშაოების ეფექტური ორგანიზება;
  • ბექ-ოფისის ჯგუფის უფროსთან ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება ოპერაციების შესრულებისას წაროქმნილი შესაძლო პრობლემების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით;
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
  • საბანკო პროგრამების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint