მენეჯერი - CIB და WM სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი  საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 7000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე პორტფელის ზომის მიხედვით და კაპიტალურ ბაზარზე პოზიციონირების მხრივს. ასევე ლიდერული პოზიციები უჭირავს ბაზარზე თი ბისის Wealth Management-ის მიმართულებას დეპოზიტების პორტფელისა და მომხმარებელთა რაოდენობის კუთხით.

აღნიშნული წამყვანი ბიზნეს მიმართულება აცხადებს ვაკანსიას CIB & WM კორპორაციული სტრატეგიის და ბიზნესის  მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

  • CIB & WM-ის ფინანსური და საოპერაციო შედეგების ანალიზში მონაწილეობის მიღება სექტორის/კლიენტის/პროდუქტის დონეზე. ძირითადი დრაივერების და საუკეთესო და ცუდი პერფორმერების იდენტიფიკაცია და მუდმივი მონიტორინგი.
  • დეპარტამენტში არსებული ბინზეს პროცესების მუდმივი ანალიზი და არსებული პროცესების გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირება;
  • ახალი ფინანსური რეპორტების ავტომატიზაცია და არსებული რეპორტების მონიტორინგი
  • ბიზნეს მიმართულებების ჩართულობით გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და შესაბამისი ბიზნეს სტრატეგიის დოკუმენტის კონსოლიდაციაში მონაწილეობის მიღება;
  • CIB & WM ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა, ტენდენციების იდენტიფიცირება და ბენჩმარკების მომზადებაში ჩართულობა;
  • ბიზნეს მიმართულებების მომგებიანობის, ზრდის, პენეტრაციის მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების მოძიება.

კვალიფიკაცია

  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკონსულტაციოს/აუდიტის/ფინანსების მიმართლებით; უპირატესობად ჩაითვლება საბანკო სფეროში გამოცდილება;
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
  • Excel-ის და Power point-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Power BI-ისა და SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • მაღალი მოტივაცია;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint