სახაზინო პროდუქტების მენეჯერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31

არასაკრედიტო პროდუქტების  ბიზნესის მართვის დეპარტამენტში გვაქვს აქტიური ვაკანსია სახაზინო პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაოს აღწერა

  • სახაზინო პროდუქტების გაყიდვა/განვითარება.
  • სავალუტო კონვერტაციებისა და დერივატიული ოპერაციების ფასდადება, სახაზინო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვა, განვითარება კორპორატიული კლიენტებზე
  • ჯამური და ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა არასაკრედიტო პროდუქტების კუთხით
  • სავალუტო ბაზრისა და სახაზინო ოპერაციების მუდმივი კონტროლი, კლიენტების მომგებიანობის და სავალუტო გარიგებების მოცულობების მუდმივი ანალიზი, კორპორატიული კლიენტებისთვის სახაზინო პროდუქტების შეთავაზება, პროდუქტების ახსნა/ინფორმაციის მიწოდება, უფროსთან/ კორპორატიული ბანკირებთან ერთად კლიენტებისთვის გადაწყვეტილებების მოფიქრება, მომგებიანობის კონტროლი/ზრდა.
  • კლიენტების pipeline-ბის მუდმივი განახლება, არსებულ კლიენტებზე სწორი მოლოდინების მართვის და ახალი პოტენციალისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.
  • კლიენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და ბიზნესის გაზრდის პროცესში სრული ჩართულობა. სახაზინო პროდუქტებზე გეგმის მომზადება კორპორატიული ბანკირებთან ერთად და შესრულება,
  • შესაბამისი ბიზნეს დარგების მაქსიმალური პენეტრაცია, არსებული კლიენტების საბანკო პროდუქტებით დაფარვის მაქსიმიზაციის და ახალ კლიენტებთან პროაქტიული თანამშრომლობის გზით
  • სახაზინო და სავალუტო ბაზრის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა;
  • კლიენტებთან თანამშრომლობის პროცესში სექტორში გამოვლენილი ტენდეციების უფროსისთვის, კორპორატიული ბანკირების ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დროული მიწოდება;
  • კლიენტებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება, მათ შორის კომბინირებული ოფერების მომზადების გზით (დეპოზიტები, FX, ქეშ მენეჯმენტი და სხვა) და შეხვედრების წარმართვა არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების უფროსთან და კორპორატიულ ბანკირებთან კოორდინაციით
  • სახაზინო ოპერაციების უზრუნველყოფა და დასრულების შემდეგ follow up (აღრიცხვა, ანალიზი და აშ.).
  • კლიენტის გამოცდილების (ოპერაციული და პროდუქტული) მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების მომზადება
  • სახაზინო პროდუქტების ხელშერკულებების გაფორმება/გააქტიურება, პროცესის ბოლომდე მართვა.
  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
  • განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ პირდაპირი ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრაცია, ეკონომიკა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
  • ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint