სისტემის ანალიტიკოსი - ინტეგრაციების გუნდი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,  

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

სამუშაოს აღწერა

  • იმუშავებ ორგანიზაციის მასშტაბით საინტეგრაციო პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, API Discoverability-ის გაუმჯობესებაზე, არსებული პრაქტიკების გაუმჯობესებაზე.
  • შეხება გექნება ბანკში არსებულ სხვადასხვა გუნდებთან ინტეგრაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, იზრუნებ მათი API Discoverability-სა და ინტეგრაციების პროცესებში მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. საშუალება გექნება, რომ გაეცნო ამ გუნდების API-ებს.
  • იზრუნებ ბანკში არსებული ინტეგრაციების სტაბილურობაზე
  • განავითარებ API-ებისთვის შექმნილ developer portal-ს
  • იქნები API evangelist-ი კომპანიაში
  • გაუძღვები ინტეგრაციების მიმართულებით ზოგადი პრინციპებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას

კვალიფიკაცია

  • უნდა იცოდე რა არის API და უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება
  • უნდა შეგეძლოს API-ის გამოძახება და request/response-ის გაგება
  • უნდა გესმოდეს API-ების შინაარსის შესაბამისად დაშლის პრინციპები
  • უნდა იყო კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული
  • უნდა გქონდეს პრეზენტაციების ჩატარების უნარი
  • უნდა შეგეძლოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
  • უნდა გქონდეს ინტერესი ტექნიკური პროცესების მიმართ
  • უნდა შეგეძლოს UML-ის გამოყენებით არქიტექტურული დიაგრამების აგება

დამატებითი ინფორმაცია

  • DevOps-ის მიმართულებით, Pipeline-ებთან გამოცდილება.
  • API management, gateway სისტემების შინაარსი და პრინციპები
  • ასინქრონული ინტეგრაციების პრინციპები
  • რელევანტურ IT პროექტებში მუშაობის გამოცდილება

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint