საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერი

  • სრული განაკვეთი
  • ცენტრი: სათაო
  • მდებარეობა: სათაო
  • გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

სამუშაოს აღწერა

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მართვის  მენეჯერი  პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან და ადგილზე ვიზიტი;
  • ვადაგადაცილებაში მყოფი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება;
  • ვადაგადაცილების ფაილის დამუშავება;
  • ვადაგადაცილებული მსესხებლების ჩარიცხვების კონტროლი;
  • სხვადასხვა შიდა დოკუმენტაციის/აქტების  მომზადება;
  • კომიტეტისთვის რეპორტის მომზადება/გატანა;
  • რეპორტინგის წარმოება.
  • მონიტორინგის პროცედურის თანახმად პორთფელის ხარისხის გაკონტროლება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მინი/მიკო ბიზნეს ექსპერტის პოზიციაზე
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • Microsoft Office-ის ცოდნა 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint