კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
"ენ ჯი თი ჯგუფი" არის თვრამეტი წლის გამოცდილების მქონე, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ტექნოლოგიური კომპანია.
ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორებიდან.
საქართველოში კომპანია წარმოადგენს დაახლოებით 30 საერთაშორისო დონის ვენდორს, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერ პოზიციებზე იმყოფებიან.
სამუშაოს აღწერა
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება
- პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია
- კლიენტებისგან ინფორმაციის შეგროვება, მათი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით
- გაყიდვის პროცესის მართვა
- პროდუქტების შესწავლა
- მიღებული ინფორმაციის შეფასება და ანალიზი
- კლიენტის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაციის ჩატარება
- კლიენტის საჭიროებების გადაჭრის პროცესის აღწერილობის მომზადება
- კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება
- მომწოდებლებთან ურთიერთობა
- გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მენეჯმენტისთვის მიწოდება
კვალიფიკაცია
- აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი
- აუცილებელია ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური
- სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
- აუცილებელია B2B გაყიდვებში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
- პრიორიტეტულია ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა
- სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტების ზოგადი ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალურობა
დამატებითი ინფორმაცია
დასაქმების პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 19:00 სთ
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
*თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია NGT ჯგუფის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 2 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.