QA ტესტერი

  • სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

 

სამუშაოს აღწერა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს QA ტესტერის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი

ძირითადი მოვალეობები:

**ტესტირების  გეგმის შემუშავება და შესრულება არსებული და ახალი ტელკო პროდუქტებისთვის (Web, Mobile, Backend სისტემები და ა.შ.)
**ტესტის შემთხვევების დაგეგმვა, დაწერა და ოპტიმიზაცია
**ტესტირების სხვადასხვა ტიპის განხორციელება (Functional, Regression, Integration, Smoke etc)
**დეფექტების და შეცდომების აღმოჩენა, მათი დეტალური დოკუმენტირება. 
**მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა გუნდებთან და დეველოპერებთან
**ტესტირების პროცესის გაუმჯობესება და ავტომატიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2+ წლიანი გამოცდილება QA ტესტირებაში
** გამოცდილება Web და Mobile აპლიკაციების ტესტირებაში
** ტესტის შემთხვევების შექმნის გამოცდილება (Test Case Design)
** ცოდნა ტესტირების ციკლის, SDLC და Agile/ Scrum პროცესების შესახებ
** პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და კომუნიკაცია)

უპირატესობად ჩაითვლება:

** ტელეკომუნიკაციების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ავტომატიზაციის და მანუალური ტესტირების ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება (Postman, SoapUI RestAssured Selenium, Appium ან მსგავსი)
** API ტესტირების უნარები

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივლისი
, 2026

დამატებითი ინფორმაცია

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. 

ჩვენ ვაფასებთ: 
•    პასუხისმგებლობას (Ownership)
•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 
•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: 
•    დასახო ამბიციური მიზნები
•    თამამად გამოხატო შენი აზრი
•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა