ქოლ - ცენტრის ოპერატორი (ქ. ქუთაისი)

  • სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

სამუშაოს აღწერა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქოლ-ცენტრის ოპერატორის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი.

ძირითადი მოვალეობები:

** სელფი მობაილის სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მიღება
** არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა
** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით (სატარიფო გეგმის ცვლილება, მომსახურებების ჩართვა/გამორთვა და სხვა)
** პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

**უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი
**მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
**ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; დამატებით უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
**MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
**გამართული მეტყველების უნარი
**კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი, 2026 

დამატებითი ინფორმაცია

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. 

ჩვენ ვაფასებთ: 
•    პასუხისმგებლობას (Ownership)
•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 
•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: 
•    დასახო ამბიციური მიზნები
•    თამამად გამოხატო შენი აზრი
•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

 

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა