იურისტი

  • სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

სამუშაოს აღწერა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს იურისტის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი

ძირითადი მოვალეობები:
**კორპორატიული დოკუმენტების მომზადება (პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმების მომზადება, დირექტორების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილება);
**საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების/რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი; 
**კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
**ინიციატორ დეპარტამენტებთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგების პროექტების  მომზადება/ვიზირება;
**სარჩელების/საჩივრების და სხვა სასამართლო დოკუმენტების მომზადება და კომპანიის ინტერესების წარმოდგენა/დაცვა სასამართლოში, საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში;
**კომპანიაში დაგეგმილ  პროექტებში/სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება და პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

**იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო-ადმინისტარციული სამართლის განხრით
** აუცილებელია სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენლობის და ინტერესების დაცვის გამოცდილება
**ადვოკატთა ასოციაციის წევრის სტატუსი საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით
** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი)
**ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა)
**კარგად განვითარებული დროის მართვის უნარები
**ეფექტურად მუშაობა სხვადასხვა დავალებაზე
**გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი, 2026 

დამატებითი ინფორმაცია

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. 

ჩვენ ვაფასებთ: 
•    პასუხისმგებლობას (Ownership)
•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 
•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: 
•    დასახო ამბიციური მიზნები
•    თამამად გამოხატო შენი აზრი
•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

 

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა