საწყობის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს:
https://www.linkedin.com/company/cellfiemobile/
სამუშაოს აღწერა
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო
ძირითადი მოვალეობები:
** საბაჟოდან მოსული ტვირთის (აპარატურის) მიღება-ჩაბარების პროცედურები - აღრიცხვა დასაწყობება
** საწყობიდან აპარატურის მიწოდების/გაცემის ორგანიზება
** საქონლის შერჩევა შეკვეთის შესაბამისად, მიღება/გაცემის დოკუმენტაციის მომზადება
** რეგიონალურ ოფისებთან კოორდინაცია, კომუნიკაცია
** დეფექტის მქონე მოწყობილობების მომწოდებლისთვის დაბრუნება
** ძირითადი და დამატებითი საწყობების დალაგება/ოპტიმიზაცია
** მოწყობილობების ინვენტარიზაცია
** საქონელზე მოსული მოთხოვნის ელექტრონულ პროგრამაში აღრიცხვა
** RS.ge ზე ელექტრონული საგზაო ზედნადების ატვირთვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის, ლოჯისტიკის ან მარაგების მართვის სფეროში
** საშუალო განათლება (უპირატესობა მიენიჭება ლოჯისტიკის/მომარაგების/ბიზნესის მიმართულებით განათლებას)
** დოკუმენტებთან და ინვენტარიზაციასთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (MS Excel, 1C, SAP ან ანალოგიური პროგრამები)
** შრომისმოყვარეობა დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2025
დამატებითი ინფორმაცია
იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.