რადიო ოპტიმიზაციის უფროსი ინჟინერი

  • სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის  კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე  მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს. 
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს:
https://www.linkedin.com/company/cellfiemobile/

სამუშაოს აღწერა

სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას რადიო ოპტიმიზაციის უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** 3G/4G/5G ქსელის თრაბელშუთინგი და ხარისხის ინდიკატორების გაუმჯობესება
** ქსელის კონფიგურაციის შესაბამისობის კონტროლი
** ქსელის კონფიგურაციის ცვლილებების მომზადება და განხორციელება

თუ შენ:

**გაქვს ტექნიკური განათლება (სასურველია ბაკალავრის ხარისხი კავშირგაბმულობის მიმართულებით)
**გაქვს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქსელის დაგეგმარებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით
**გაქვს მობილური ქსელის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა
**იცი რადიო სიხშირის გავრცელების პრინციპები
**გაქვს კომუნიკაციის კარგად განვითრებული უნარები
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა გამოგვიგზავნე რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, 2025.

 

დამატებითი ინფორმაცია

იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.

კონფიდენციალურობის დებულება