გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს:
https://www.linkedin.com/company/cellfiemobile/
სამუშაოს აღწერა
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე აჭარა-გურიის რეგიონში.
სამუშაო ადგილი: აჭარა-გურია, ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება
** არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გარე სავაჭრო ქსელში გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა
** ალტერნატიული გაყიდვების არხების მოძიება და ორგანიზება
** გარე სავაჭრო ობიექტების გაფორმება ბრენდთან შესაბამისობაში
** სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების კონსულტანტების სწავლება და მხარდაჭერა
** სავაჭრო ობიექტებზე ნაშთების კონტროლი
** შესაბამისი რეპორტების წარმოება
თუ შენ:
** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
** სასურველია, გქონდეს გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა
** სასურველია B-კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
** ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
** გაქვს ანგარიშგების მომზადების უნარი
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11.04.2025
დამატებითი ინფორმაცია
იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.